„გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
ნარმანია საკრებულოს წინაშე მოხსენებით ხვალ წარსდგება, თუმცა, არ აკონკრეტებს რა საკითხებზე ექნება მას საუბარი თავის მოხსენებაში.
საკრებულოს უმცირესობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან განმარტებებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის, ასევე 29 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის და სხვა საკითხებზე ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.