პაატა ბურჭულაძე: ამ კვირიდან დავიწყებთ აქტიურობას, უამრავ ახალ სახეს ნახავთ ჩვენს რიგებში
16-05-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ამ კვირიდან დავიწყებთ აქტიურობას, უამრავ ახალ სახეს ნახავთ ჩვენს რიგებში, პროფესიონალ და გონიერ ადამიანებს, თვის ბოლოს კი ყრილობა გვექნება, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.


"პასუხის გაცემას და თავის მართლებას არ ვაპირებ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებებზე, რომ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია და შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" გაუყოს ხმები... თქვენ ალბათ ნახეთ თუ ვინ მოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად პირველი - სანდრო გირგვლიანის მამას ვგულისხმობ, - ეს ალბათ ყველა კითხვას სცემს პასუხს. ჩემი პარტნიორი ქართველი ხალხია, ეს ვიგრძენი და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. კოალიციის პერსპექტივას ვერავისთან ვხედავ, არც მოლაპარაკებები გვქონია... ამ კვირიდან დავიწყებთ აქტიურობას, უამრავ ახალ სახეს ნახავთ ჩვენს რიგებში, პროფესიონალ და გონიერ ადამიანებს, თვის ბოლოს კი ყრილობა გვექნება. არ შეიძლება, ყოველი ახალმოსული ხელისუფლება წინამორბედს მოღალატეს უწოდებდეს და მასზე გამარჯვებას ზეიმობდეს. ყველა ხელისუფლებამ, რაც ამ ქვეყანას დღემდე ჰყოლია, არაერთი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ იყო შეცდომებიც და არ შეიძლება გამუდმებით ამ შეცდომებზე ვლაპარაკობდეთ," აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი