თეა წულუკიანი: საქმის სამართლებრივი კვალიფიკაცია არავის საქმე არ არის, პროკურატურის გარდა
16-07-2014, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყველას მოუწოდებს, რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

 


როგორც მან განაცხადა, როცა ადამიანი, როგორც ჩანს, თვითმკვლელობაზე მიდის, ამაზე დიდი უბედურება არაფერია.

 


"გამოიძიება მიმდინარეობს. პირველადი ნიშნები გვიჩვენებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს იმასთან, რაც თქვა ექსპერტიზამ, რომ მიბჯენით არის ნასროლი და რომ დაზიანებულია ძალიან სერიოზულად თავის ქალა. ეს არის ფაქტი, რომელიც დადგენილია. სხვა ფაქტებს საგამოძიებო ორგანო დაადგენს და შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს, შეიძლება არა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან, რადგან საქმის სამართლებრივი კვალიფიკაცია არავის საქმე არ არის. ერთადერთი, ამის უფლებამოსილება პროკურატურას აქვს და დავაცადოთ მას" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი გუშინ, საკუთარი სახლის ავტოფარეხში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული, რომელიც, როგორც გაირკვა, მის სახელზე, გუშინ, 15 ივლისს გაფორმდა.

 


გამოძიებას პროკურატურა თვითმკვლელობის მუხლით აწარმოებს, თუმცა არ არის გამორიცხული, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი