გია ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმეზე: მოდაშია თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ
16-05-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არასწორია, როდესაც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ, მოდაშია თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ " - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

 

 

 

„რთულია შეფასება. დამერწმუნეთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაოდ დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა, გასაჩივრება შესაძლებელია და ამ საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვაც. არის თემები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის არის ე.წ. კაბელების საკითხიც. ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, მით უმეტეს, ოჯახის მამები ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც სასამართლოს ეხება. აქედან გამომდინარე, მე დიდი რესურსი არ მაქვს, ამას შეფასება მივცე, როგორც ამას გააკეთებს ადვოკატი, პროკურორი. არსებობს გასაჩივრების საშუალება და უნდა გამოიყენონ, თუკი არის საფუძველი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი