“რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე სასამართლოს ტოვებს“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლე ურთმელიძეს უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს და მის საქმეებს სხვა მოსამართლეები იბარებენ.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „პრაიმტაიმმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სცადა, საიდანაც იუსტიციის საბჭოში გადაამისამართეს. იქ კი ურთმელიძის მიერ სასამართლოს დატოვების ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს. გამოცემას აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.