ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, - აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს ამ პროექტის განხორციელებას.
”ის აუცილებლად განხორციელდება და ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას", - განაცხადა კალაძემ.
ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში საჯარო განხილვა იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.