20 წლის წინ, მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
„ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი - 20 წლის წინ მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, კომპანია „ბი-პი“-სა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შედგა პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის საფუძველი ჩაყარა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირით დააკავშირა საქართველო და აზერბაიჯანი. ამიტომ ჩვენ მივესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ”სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კომპანია „ბი-პის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
20 წლის წინ 1996 წლის 8 მარტს ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.