„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.
"პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება, ფაქტობრივად უკვე მიღებული მაქვს" - აღნიშნული განცხადება მეჭიაურმა ექს-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ guardian.ge-სთან საუბრისას გააკეთა.
"არ მინდა ჩემი გუნდელების ზურგსუკან მივიღო გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ მე ვგეგმავ პრემიერთან კონსულტაციებს. პარტიის დატოვების შემდეგ კი აუცილებლად შევქმნი ახალ პოლიტიკურ პარტიას. ამაზე აღარ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილია" - აცხადებს მეჭიაური.
მეჭიაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა მის გადარწმუნებას საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა, მას აზრი ვერც ყოფილმა პრემიერმა შეაცვლევინა, რადგან მას თავისი ხედვა აქვს და საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ვერ ხედავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.