კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
”როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი - დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ”, - ბრძანა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.