ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ
16-07-2014, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს.

 


ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იხურება კოალიციის სამხედრო ბაზები და მცირდება კონტინგენტის რაოდენობა. 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები გადაიბარებენ.

 


23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა „ლეზერნეკზე“ საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ბატალიონის სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს პირადად ჩააბარა საქართველოს დროშა. ღონისძიებას „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ბრიგადის გენერალი დანიელ იო, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი დაესწრნენ.

 

 

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში მსახურობდა ბაზა „ლეზერნეკზე“. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს.

 

 

ISAF-ის მისიის ფარგლებში, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბოლო დავალება წარმატებით შეასრულეს. პატრულირებიდან დაბრუნებულ ქვედანაყოფს ბაზა „ორბზე“ პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი წარმომადგენელი ISAF-ის მისიაში პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს მისიის უდანაკარგოდ დასრულება მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი