"დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას" - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციებს იწყებს. ალასანიას განმარტებით, პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.
”დღეს ყველა ჩვენას უმძიმესი დღე ჰქონდა. ერთადერთი, რაც ვინატრე, იყო ის, რომ იმ უდანაშაულო ადამიანების ადგილას მე დავეკავებინე. ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა 7 წელი ციხეში. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი - ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი.
ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით. როცა სამართლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეუძლება ადამიანი ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება მისცეს მის ცხოვრებას აზრი.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ ცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, არ გააჩნდათ მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს და ადამიანები, რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ. ქვეყნის მთავარი ინსტიტუციები ჩაბარდა მისი სიტყვების უსიტყვოდ შემსრულებლებს. პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე, ხოლო მისი პარტიაში ერთი კაციც კი არ არის, ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება.
ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ ოჯახებს. ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს ხვალ, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს”, - აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.