"მურუსიძე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს ვირუსია, რომელიც თავის გარშემო ბევრ მურუსიძეს გულისხმობს. ეს ყველაფერი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც ახალმა ხელისუფლებამ შეისრუტა და კიდევ უფრო გააღვივა," აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გაამართლა და მხარი დაუჭირა ადამიანს, რომლის გამოტანილი განაჩენი უსამართლოდ თვით სტრასბურგის სასამართლომ ცნო. ვიდრე მურუსიძე იქნება ამ სისტემაში, საქართველოს მოქალაქე სამართალს ვერ იპოვის. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებასაც მურუსიძე "შავი საქმის" საკეთებლად სჭირდება. ეს ყველაფერი კი ქვეყანას უკან სწევს. საქართველოს განვითარების ფონდი, იურისტ დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით კარგა ხანია მუშაობს იმ პროგრამაზე, თუ როგორ შეიძლება კანონიერი გზით მოვიშოროთ სისტემა, სახელად მურუსიძე. შევთავაზეთ ხელისუფლებას საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის ჩვენეული ხედვა, მაგრამ მის გასაცნობად ვერ გამონახეს დრო, რადგან ამისთვის არ სცალიათ...", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.