ალექსი პეტრიაშვილი - „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ ბრძოლა მიდის, ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრძოლა
16-05-2016, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან.

 

ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს, უსაფუძვლოსა და უკანონოს უწოდებს.

 

„უბრალოდ, ბრძოლა მიდის ირაკლი ალასანიას, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრძოლა. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამკვიდრონ თავისი ძალაუფლება, გაიმტკიცონ და გაამყარონ ავტოკრატიული რეჟიმი, მაგრამ საქართველოში დიქტატურა არ გავა. არაფერი არ გამოუვა ამ საქმიდან ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ის ივანიშვილის მონა ბუგიანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამ ბოროტების ღერძიდან“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

მისივე თქმით, 21 მაისს, 14.00 საათზე მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის პირველი გამაფრთხილებელი აქცია, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კი საზოგადოება ინფორმირებული იქნება.

 

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი