2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (32.8 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.