გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადოს
16-05-2016, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, "საკონსტიტუციო სასამარლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას ვეტო არ დაადოს.

 

მისი თქმით, უმრავლესობამ არა პოლიტიკური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.

 

დეპუტატის განცხადებითვე, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროეექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მის დასაძლევად მზად არის.

 

"ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს. მედიასაშუალებების მხრიდან ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა გავრცელებული. პრეზიდენტმა არ უნდა გადაუხვიოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. არის საკითხები, სადაც რაციონალური გადაწყვეტილება უფრო საჭიროა, ვიდრე პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება. ჩვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ, ეს პრეზიდენტისთვისაც გასაგები უნდა იყოს," - აცხადებს გია ვოლსკი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა მაინც გამოიყენა ვეტოს დადების უფლება, დაძლევს თუ არა მას უმრავლესობა?, დეპუტატმა აღნიშნა: "რასაკვირველია, დავძლევთ ვეტოს".

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი