ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე მესხური ვაზის 400 ნერგი დარგეს.
როგორც guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ვაზის ჯიშები გაშენდება.
ცენტრმა დაკარგული ჯიშები მოიძია და აღადგინა მესხეთშიც. მესხური ვაზის 1000- მდე ნერგი ახალციხეში, ვარძიაში, წუნდასა და უდეში გაშენდება, საიდანაც მათი გამრავლება მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.