დავით ბაქრაძე - გვეშველება რამე?!
16-05-2016, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი კითხვა - გვეშველება რამე?! - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ”პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობა არჩევნებზე მივიდეს და ნდობა გამოუცხადოს იმ გუნდს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობის კომპეტენცია გააჩნია. ”დღეს გადავწყვიტეთ წარგვედგინა ჩვენი გუნდის განახლებული ნაწილი, ვინაიდან ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, გახლავთ განახლება და ახალი ენერგია, ახალი ცოდნა და კომპეტენცია.

 

”ქართული ოცნების” ოთხწლიანმა არაკომპეტენტურმა და უნიათო მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა კრიზისში. ათიათასობით ოჯახს დღეს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდა ოთხი წლის წინ. ასიათასობით ადამიანმა დაკარგა მომავლის რწმენა და იმედი.

 

ქვეყანაში დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი კითხვა - გვეშველება რამე?! უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გვეშველება, როდესაც მივალთ არჩევნებზე და ავირჩევთ იმ გუნდს, რომელიც თავისი ცოდნით, კვალიფიკაციით და ახალი ხედვით შეცვლის დღევანდელ სიტუაციას”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი