"მაგთიკომი" ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
16-05-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებულ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.

 

კომპანიის განცხადებით, "მაგთიკომის" წინააღმდეგ, გაზეთის "ბანკები და ფინანსების" მხრიდან ინიცირებული კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა და "მაგთიკომის" დისკრედიტაცია, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს კომპანიის მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი.

 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა პალიტრა მედიამ.

 

მოგეხსენებათ, რომ მაგთიკომმა 2016 წლის აპრილის ბოლოს თავის მობილურ ბრენდებზე სატარიფო გეგმების ოპტიმიზაცია მოახდინა.

 

საგულისხმოა, რომ „ბანკები და ფინანსები“ აპელირებს მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ზრდაზე და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, როდესაც აცხადებს, რომ მაგთიკომის ყველა მომხმარებელი ამიერიდან 24 თეთრიანი ტარიფით სარგებლობს. ეს ასე არ არის. 24 თეთრიანი ტარიფი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული ზედა ზღვრული ტარიფია. სტანდარტული ტარიფის გარდა, ჩვენს მომხმარებლებს აქვს არჩევანი, მათ შორის 0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფი „ზერო +“ ის ფარგლებში.

 

სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და, შესაბამისად, ეს მათ არც შეხებია. მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ძველებურად აგრძელებს არჩეული, ალტერნატიული ტარიფებით სარგებლობას.

 

რაც შეეხება ზარის წამოწყების ღირებულების შეცვლას 10 თეთრამდე, ეს სხვა მობილურმა ოპერატორებმა დეკემბერ-იანვარში განახორციელეს, გაცილებით ადრე, ვიდრე "მაგთიკომმა".

 

მაგთიკომის წინააღმდეგ, გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა, "მაგთიკომის" დისკრედიტაცია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს "მაგთიკომის" მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი.

 

რაც შეეხება პალიტრა მედიას, მას მერე, რაც "მაგთიკომმა" უარი განუცხადა პალიტრა ტვ-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, პალიტრამ "მაგთიკომის" დისკრედიტაცია მთავარ მიზნად გაიხადა.

 

გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი "მაგთიკომის" თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი "მაგთიკომმა" სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე მაშინ, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს პალიტრა მედია თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, 27 აპრილიდან, "მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   levani
      
მეტის ღირსები ხართ მაგთი, მალე დადგება დრო როცა კაციშვილი აღარ ისარგებლებს თქვენი მომსახურებით, ღორები ხართ და მაგიტო
16 მაი 2016 10:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი