ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“ – ს ფარგლებში ზესტაფონს თანამედროვე მწერლების მობილური ჯგუფი სტუმრობდა. შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საკუთარი შემოქმედება აუდიტორიას თამრი ფხაკაძემ, თეა თოფურიამ, გივი ჩიღვინაძემ, მაკა ლდოკონენმა, ნინია სადღობელაშვილმა, ტორესა მოსმა, საშა გველესიანმა, მალხაზ მაჭავარიანმა, გოჩა სხილაძემ და ნანა ჩიტორელიძემ გააცნო.
პროექტის განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს თანამედროვე ავტორებს, წარმოადგინოს ქართული ლიტერატურის ცოცხალი პროცესი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.