საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ–მინისტრ ალექსის ციპრასთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.