სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.
დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები.
შსს-ს ცნობით, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.