აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შემდეგ მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მომდევნო შეხვედრას ივნისში გეგმავენ.
ვენაში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ არო და აშს-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.
სერგეი ლავროვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ 1994-95 წლებში მიღწეული ზავის პირობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესრულებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.