მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, სოფელ ხუნწთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 2 096 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი - სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.
როგორც guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 397 555 ლარი შეადგინა, სამუშაოები კი შპს ,,არქეოპოლისმა" შეასრულა. სამუშაოზე დასაქმებული იყო -50-მდე ადამიანი; აღნიშნული პროექტის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 5% კი ადგილობრივი
ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.