18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმი ღია კარის დღეს აცხადებს და დაინტერესებულ პირებს შემდეგ ღონისძიებებს სთავაზობს:
18 მაისი დილის 10 საათიდან - ღია კარის დღე ხონის ისტორიულ მუზეუმში, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაწერი დოკუმენტები, საბრძოლო იარაღები, ეზოში კი ეთნოგრაფიული ნივთები. იქვე, გაიმართება სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ადგილზევე შესრულდება ჩანახატები.
19 მაისი, 12:00 საათი - ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი, სადაც დაგხვდებათ განახლებული ექსპოზიცია, გაიმართება პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
21 მაისი, 18:00 საათი - ისტორიული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში გაიმართება ფოლკლორის და პოეზიის საღამო, მოეწყობა გამოფენები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.