ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს და გამომცემლობების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროინდელ საკითხს.
„გამომცემლობების პრობლემა შეიქმნა გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ პრობლემა იყო, რომ მოქალაქეები ხარჯავდნენ დიდ თანხებს სახელმძღვანელოებისთვის და სახელმძღვანელოები უნდა ყოფილიყო უფასო. მისი ეს ინიციატივა გახდა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მთავარი სლოგანი. პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ 2011 წელს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამომცემლობებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით ჩაიდო ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ეძლეოდა შესაძლებლობა ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება და მიეთვისებინა გამომცემლობების საკუთრება. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ მარგველაშვილმა ეს რეალურად განახორციელა. მან მოტივად ის მოიშველია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება იყო, რათა ოჯახებს ხარჯები შემცირებოდათ და ამის შემდეგ სახელმძღვანელოები გახდებოდა უფასო.
სამინისტრომ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულებები გამომცემლობებთან და მათ საკუთრება ჩამოართვა. გამომცემლობებმა არ იცოდნენ თამაშის წესები და მათ დარჩათ უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები მილიონზე მეტი ოდენობით. მათ სამინისტრომ განუცხადა, რომ უკვე შესრულებული სამუშაო არანაზღაურდებოდა. აღნიშნული წიგნები გამომცემლობებს დღემდე აქვთ დასაწყობებული 2013 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის ვადაში აუნაზღაუროს გამომცემლობებს უკვე გაწეული სამუშაო და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ. ვმუშაობთ ამ გზებზე. საუბარია სრულიად ახალ ხარისხიან სახელმძღვანელოებზე და ვცდილობთ ეს სახელმძღვანელოები მივიდეს მათამდე, ვისთვისაც აუცილებელია. თუ ამას სახელმწიფო არ გააკეთებს, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.