ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესა
17-07-2014, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAჩ) რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

 

 

ახალი სანქციების სიაში მოხვდნენ რუსი ჩინოვნიკები, კომპანიები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები. სანქციები შეეხოთ რუსულ კომპანიებს – "როსნეფტს", კონცერნ "კალაშნიკოვს", "გაზპრომს", "ვნეშეკონომბანკს" და სხვა რამდენიმე კომპანიას. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, ყირიმის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ საველევი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ბოროდაი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.

 


ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი არაფერს აკეთებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

 


"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, გადავჭრათ ეს საკითხი დიპლომატიური მეთოდებით, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვიხილოთ და არა – მხოლოდ სიტყვები მოვისმინოთ", - აღნიშნა ობამამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი