კანადის ხელისუფლებამ 12 ათას მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვება სთხოვა. BBC-ის ცნობით, სასწარაფო ევაკუაციის მიზეზი ალბერტას პროვინციაში, ქალაქ ფორტ მაკ მერიში გავრცელებული ხანძარია. ხელისუფლების მოთხოვნით. ქალაქთან ახლოს მდებარე საწრმოები 4 ათასმა მუშამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, საწარმოს 8 ათასმა თანამშრომელმა კი გამაფრთხილებელი წერილი გუშინ საღამოს გვიან ღამით მიიღო.
სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება დროებით შეძლეს, თუმცა, მიმდინარე კვირას ხანძარმა ძალა ისევ მოიკრიბა. ოფიციალური პირების მონაცემებით, ცეცხლი 30-40 მეტრ/ წუთის სისწრაფით ვრცელდება და ნავთობმომპოვებელ საწარმოებს უახლოვდება. ის ამ დროისთვის 2 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფარავს.
ალბერტას პროვინციის გამგებლის განმარტებით, ქარხანას მუშაობა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს. საწარმოები საშიშროების გავლის შემდეგ განაგრძობენ ფუნქციონირებას. ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა აეროპორტი მზად არის მუშაობისთვის.
კანადის პროვინცია ალბერტაში ხანძარი მაისის დასაწყისში გაჩნდა. უნალექობისა და ქარიანი ამინდების გამო ის სწრაფად გავრცელდა. ფორტ მაკ მერი ცეცხლის გაჩენის მომენტიდან 80 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა, 2400 შენობა სრულად განადგურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.