ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს. მსვლელობას საეკლესიო ბაირაღებით წინ მიუძღვიან სტიქაროსნები, რომლებიც მოძრაობა „დავითიანნის“ წევრები არიან.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი თბილისში მცხეთიდან მსვლელობით შემოაბრძანეს. ვარდების მოედანზე სასულიერო პირებმა ხატი მისთვის წინასწარ მომზადებულ ხის კიოტაში ჩააბრძანეს, რომელიც ყვავილებითაა დამშვენებული. ხატი მსვლელობას წინ მიუძღვება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.