თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი თბილისის მერს ”შეახსენებენ იმ უკანონო ქმედებებს, რაც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში განხორციელდა”.
„ჩვენ რამდენიმე წელია აქტიურად ვაპროტესტებთ ”პანორამა თბილისის” პროექტს. დავით ნარმანია არ ითვალისწინებს დედაქალაქის მცხოვრებთა მოთხოვნებს და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ დღეს ის ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, თუმცა საკრებულოს ტრიბუნაზე მას მოუწევს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საზოგადოება თავად გადაწყვეტს რამდენად არგუმენტირებული პასუხები ექნება თბილისის მერს“, - განაცხადა ”პარტიზანული მებაღეობის ” წევრმა ნატა ფერაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.