პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საკუთარ შეფასებას უკეთებს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტიაც უერთდება და ამით იგი თავის თავს უპირისპირდება.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მემარცხენე ალიანსში“ მიაჩნიათ, რომ დაანონსებული აქცია პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი და გაუმართავია, მოითხოვენ რესპუბლიკელების თანამდებობებიდან გადაყენებას და აქციაში მონაწილეობას არ ღებულობენ.
„როგორც ცნობილია, გუშინ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ე.წ ,,კაბელების საქმეზე“ ბრალდებულ პირებს, რის გამოც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ დააანონსეს ქუჩის აქციები, რომელსაც უერთდება ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტია. ასეთი შემთხვევა მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც არ მოიძებნება. რესპუბლიკური პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია.
მოვითხოვთ განმარტებებს რესპუბლიკური პარტიიდან: თუ ისინი მთავრობის წევრად თვლიან საკუთარ პარტიას, როგორ უპირისპირდებიან თავის თავს ქუჩის აქციებით, ხოლო თუ ხელისუფლებაში აღარ მოიაზრებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული პოსტები.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან, დაითხოვოს რესპუბლიკელი მინისტრები, ხოლო პარლამენტმა გადაირჩიოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
ასევე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ მართავენ ,,თავისუფალი დემოკრატები“ საპროტესტო აქციას პროკურატურასთან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნიათ არაობიექტურად.
ასევე სერიოზულ ეჭვს ბადებს პროკურატურის საქციელი: პასუხისგებაში მიცემულნი არიან თავდაცვის სამინისტროს რიგითი თანამშრომლები სერიოზული თანხების გაფლანგვის ბრალდებით, მაშინ როდესაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ საკითხზე დაკითხულიც კი არ არის, რაც პირდაპირ მიუთითებს პროკურატურის მიკერძოებულობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დაანონსებული აქცია არის პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი და გაუმართავი, ასევე ჩვენი ინფორმაციის მიხედვით აქციას უერთდებიან ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები, რაც ჩვენთვის მიუღებელს ხდის აქციაში მონაწილეობას“ - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.