ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი და რამდენიმე ათასი მორწმუნე მონაწილეობს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი მორწმუნეებს, მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და სადღესასწაულო პარასკლისს გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.