თამაზ მეჭიაური: მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური... გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებოდა ლგბტ-ების შესახებ
17-05-2016, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. მე ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებოდა ლგბტ-ების შესახებ, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას. მან აღნიშნა, რომ მასთან მისულ ბიჭს მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი არაფერი ჰქონდა.


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, იგი სასტუმრო ”რედისონთან” მეგობარს ელოდებოდა და სწორედ ამ დროს მივიდა მასთან ბიჭი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა. დეპუტატის აზრით, ახალგაზრდა მასთან პროვოკაციის მიზნით მივიდა.


”მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. მე ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებდოა ლგბტ-ების შესახებ. მე ვუთხარი, რომ ლგბტ-ების უფლებები დაცულია, მათი უფლება არ ირღვევა და ანტიდისკრიმინაციული კანონით არინ დაცული. ვინც თხუპნის საპატრიარქოს კედლებს და შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლობას, ისინი არიან პიდარასტები-თქო ვუთხარი. მერე პატრულს ვთხოვე წაიყვანეთ, მომაშორეთ ეს ვიღაც ლგბტ-ეა თუ ვიღაც-თქო. ისე კი გავდა მათ რაღაცით. პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმასაც არ ჩავსვამდი და ის ვის რაში სჭირდებოდა”, - განაცხადა მეჭიაურმა.



რაც შეეხება შენიშვნას, რომ ის ახალგაზრდა ჟურნალისტი იყო, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ მას მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი არაფერი ჰქონდა.



”მობილური ვისაც უკავია, ყველა ჟურნალისტია? თუ ჟურნალისტია მაშინ მაჩვენოს საბუთი. რაც შეხება ჩემს განცხადებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს აკეთებ? საპატრიარქოს შეურაცხყოფაა გამოხატვის თავისუფლება და ერთი ადგილის თამაშია შეურაცხყოფა? ”- განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი