ალექსის ციპრასი: უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები
17-05-2016, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით, - ამ სიტყვებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.


შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.


პრემიერ–მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. აღინიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიზანია. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.


პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.


თესალონიკში გამართულ შეხვედრას საგარეო საქართველოს მხრიდან ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი