დავით ნარმანია: თუ დღესაც ვინმე შეეცდება რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, ეს იქნება ამ ადამიანების პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე
17-05-2016, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის საკრებულოში, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით გამოდის, სხდომა განახლდა.

 

 

„მე დღეს მოვედი, თქვენს წინაშე წარვსდექი, რათა წერტილი დამესვა მერიის მიმართ სხავადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გამოთქმულ არაერთ ბრალდებას და ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მიმდევრები დგავენ. მოვედი, რათა დავასრულო სიცრუის პროპაგანდა, მისი ტირაჟირება და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას , რა კითხვაც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ისმის და უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თუ დღესაც ვინმე შეეცდება რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, არ მოგვცეს ინფორმაციის ობიექტურად გადმოცემის საშუალება, ეს იქნება ამ ადამიანების პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებისას.

 

 

ამის შემდეგ მან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საბავშვო ბაღებზე. რამდენიმე წუთში დარბაზში გაისმა შეძახილი „ბოტანიკური“, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქემ პლაკატი გაშალა, რომელზეც ეწერა „ბოტანიკური ბაღის ქურდები“. პლაკატზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოც იყო გამოსახული. დარბაზში ხმაური და დაპირისპირება დაიწყო. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული მოქალაქეები დარბაზიდან გაიყვანეს. ხმაური დერეფანშიც გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაცია დასტაბილურდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი