პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა სერიოზული ამბავია. ის ძალიან საინტერესო პოლიტიკურ გუნდს აკეთებს. იმედი მაქვს, რომ ის "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალებსაც" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მე ვითანამშრომლებ ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც არ ითანამშრომლებენ ნაციონალებთან და "ოცნებასთან". ბურჭულაძის გამოჩენა კი იმიტომ მიხარია, რომ ის პოლიტიკურ ველზე კონკურენციას გააჩენს", - აღნიშნავს დუმბაძე და კითხვას - " ჩერნოვეცკის გზას რომ დაადგეს?" - ასე პასუხობს:
"ეს არის გამორიცხული. ივანიშვილს ბურჭულაძის ჩაძირვა გაუჭირდება. ერთხელ "ახალ თაობსათან" ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩერნოვეცკის ერთი სერიოზული მინუსი აქვს - ის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ პასპორტით არის. პაატა ბურჭულაძეს ეს პრობლემა არ აქვს და ის საქართველოს მოქალაქე დაბადებით არის. მას სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ძალიან დიდი საქმე გააკეთა და საარჩევნო ყუთთან დაამარცხა მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ყოფილი პრემიერი არის საფრანგეთის მოქალაქე. მან საფრანგეთში რაც უნდა ფული დახარჯოს, პოლიტიკურ გადატრიალებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი იქნება ის, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა მხოლოდ პასპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნოვეცკის უამრავი ფული აქვს, მას პოლიტიკაში ყოველთვის აჯობებს ბურჭულაძე, იმიტომ, რომ საქართველო მისი სამშობლოა. თავის სამშობლოში ჩერნოვეცკი ძალიან წარმატებული იყო. მან სამჯერ მოიგო რადის არჩევნები, ორჯერ კიევის მერი გახდა. ქართულ პოლიტიკაში მან ფეხი ვერ მოიკიდა, რაც პაატა ბურჭულაძეს არ გაუჭირდება. ის კარგ გუნდს კრავს და არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ ძალას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს," აცხადებს მურმან დუმბაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.