მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს კეთილმოწყობისთვის აკეთებს, სრული აბსურდი და სიცრუეა, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"მარტივი ფაქტია, რომ ტერიტორიები, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, მდებარეობს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სრულიად საპირისპირო მხარეს, ბოტანიკური ბაღის გადაღმა და ეს ტერიტორია ბოტანიკური ბაღისგან ციცაბო კლდით არის გამიჯნული, შესაბამისად ეს მოსაზრება ყველანაირ მსჯელობას მოკლებულია და ვინც რუკას დახედავს, ან ესტუმრება ამ ადგილებს, მარტივად დარწმუნდება ამ მოსაზრების აბსურდულობაში. თავის დროზე, სწორედ, ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომხდარიყო განაშენიანება, სწორედ მან გადაარჩინა ბოტანიკური ბაღი და ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 მლნ ლარი დახარჯა მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა.
”პროექტი ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების შედეგად ინვესტორმა აიღო ვალდებულება, შესყიდულ 29 ჰა ტერიტორიაზე აშენდეს მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმრო, განაშენიანება მოხდება შესყიდული ტერიტორიის მხოლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სამაგიეროდ ინვესტორი მზად არის მოახდინოს დანარჩენი 27 ჰა მიწის ნაკვეთის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელი დანიშნულებით განვითარება, ტერიტორიის განახლება. რაც ბუნებრივია გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისს შეემატება კიდევ ერთ უნიკალური პარკი. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა, სრული სიცრუეა. გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა, საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, შემოდგომაზე ეს გზა თბილისელებს ჩაბარდება. პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე, რისი დოკუმეტებიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო ერთ მესამედ ნაწილს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტი გახდა უფრო მომგებიანი. არ გაზრდილა ხარჯები. რაც შეეხება 395 ხეს, მათი უდიდესი ნაწილი პროექტი რომ არ შეცვლილიყო, მაინც მოიჭრებოდა. ამ ხეების ნაცვლად კი მშენებელი კომპანია შემოდის ინიციატივით მიმდებარე ტერიტორიაზე დარგოს 400 ხე. გზა არ გაყოფს შუაში გამწვანებულ ტერიტორიას, არ დაარღვევს გარემოს მთლიანობას, მისი დანაწევრება კი ხელს შეუშლიდა გარემოს თვითაღდგენის პროცესსა და ლანდშაფტის ერთიან აღქმას”, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.