ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა განხილვაზე ორი მოსმენით რუსული აგრესიის პრევენციის შესახებ ორი ახალი კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც მოლდოვა, უკრაინა და საქართველო შეერთებული შტატების მოკავშირის სტატუსს ნატოში გაწევრიანების გარეშე მიიღებენ.
ვაშინგტონის მიერ მოკავშირის სტატუსის მინიჭება იმ პერიოდზეა გათვლილი, ვიდრე აღნიშნულ სამ ქვეყანაში თავდაცვის სფერო გარდაიქმნება. კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი პრეზიდენტ ობამას რეკომენდაციას აძლევს თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა გაზარდოს.
"არაუგვიანეს 90 დღისა კანონის მიღებიდან სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან ერთად მოლაპარაკებისათვის მზადება უნდა დაიწყოს უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, კოსოვოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსთან და სერბეთთან, რათა დაიწყოს ახალი ან განამტკიცოს უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც ასევე გულისხმობს შეთანხმებებს კიბერუსაფრთხოებაშიც",- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ამასთან, დოკუმენტი ჯონ ქერის ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის რეკომენდაციას აძლევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.