ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე, - განაცხადა საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.
"ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ”, - აღნიშნა ელჩმა.
ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.