ზაზა ურუშაძე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
17-05-2016, 08:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ქალაქში დაწყებულია სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 708 888 ლარს შეადგენს,“ აღნიშნული განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ guardian.ge -სთან საუბრისას გააკეთა.


ურუშაძის ინფორმაციით, სკვერში დაწყებულია პარკის შიდა კედლებისა და თავის მოპირკეთება ბაზალტის ფილებით, მიმდინარეობს ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ცენტრალურ შესასვლელში ბაზალტის ფილის დაგება, რის შემდეგაც დაიწყება შადრევანთან ცენტრალურ შესასვლელში ბუნებრივი გრანიტის ფილებით კიბეებისა და პანდუსის მოპირკეთება, დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს.


ლანჩხუთის გამგებლის თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.  ჩოჩხათი-გულიანის 12 კილომეტრიანი გზის 4 კილომეტრზე უკვე დაგებულია შავი საფარი. აღნიშნული გზა  შვიდ სოფელს აკავშირებს რაიონულ ცენტრთან, პროექტის ღირებულება კი სამ მილიონ ლარს შეადგენს.


ურუშაძის ცნობით, მოწესრიგდა ოზურგეთი-სუფსა-ფოთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც უმოკლესი მანძილია. ეს გზა კი, გამგებლის ინფორმაციით, წლებია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იქ გადაადგილება.


როგორც ზაზა ურუშაძემ guardian.ge-ს განუცხადა, მიმდინარე წელს ლანჩხუთში დაგეგმილია 12  ქუჩის მოასფალტება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. გამგებლის ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი (ცინცაძე, ზენაიშვილი, მდინარაძე).  


გამგებელი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ასევე აკეთის, ღრმაღელის, მამათის, აცანის, მაჩხვარეთის, ნინოშვილის, ჩიბათის, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზებისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება.


ზაზა ურუშაძის თქმით, 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 806 256 ლარია გამოყოფილი. აქედან 50 000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების კუთხით წარიმართა, დარჩენილი 756 256 ლარი კი თითოეულ სოფელზე გადანაწილდა. უკვე დაზუსტდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და დაიწყო ტენდერების  გამოცხადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი