თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, თბილისის მერიამ და უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა პირველივე წუთიდანვე ძალიან კონფრონტაციული ტონი აირჩია. ჯერ გამარჯობა არ ჰქონდათ ნათქვამი და გადავიდნენ შეტევაზე. უმრავლესობის წევრები და მერი ცდილობდა დღევანდელი დღე წარმოეჩინათ ისე, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებდნენ. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზაობას. რასაც მე ვუყურებ, ძირითადად, ბრალდებებს ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, აი, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო ისე. ჯერჯერობით სულ იმ 9 წელთან არის შედარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.