ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ოთხი ბომბი აფეთქდა, რამაც სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ის ცნობით, პირველი მომაკვდინებელი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ადგილას, შააბში, ბაზრის გარე პერიმეტრზე მოხდა.
სხვა აფეთქებები მეზობელ უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ რაიონში, სადრში მოხდა, ხოლო ერთ-ერთი კი ერაყის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, რაშიდში.
მედიკოსების ინფორმაციით, მომხდარის გამო, მთლიანობაში, 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ტერიროსტულმა დაჯგუფებამ თავად განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.