საკანონმდებლო ორგანო ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დემოგრაფიული პოლიტიკა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
“ჩვენ დავიწყეთ ორ დოკუმენტზე მუშაობა - ერთი არის სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს და დადგენილების პროექტი “საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან მიგრაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურია.
“1 500 000 მოქალაქე ქვეყნიდანაა გასული, ასევე მძლავრია შიდა მიგრაცია, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა ე.წ. თბილისიზაცია“, - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, დემოგრაფიული პოლიტიკის შემადგენელ სეგმენტზე - დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა კომიტეტმა 2014 წელს დაიწყო. მისი შეფასებით, ეს არის ახალი სახელმწიფო პოლიტიკა ხანდაზმულთა მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.