თამაზ მეჭიაური უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარუდგენს. დეპუტატმა აღნიშნა,რომ უკვე გარკვეული მონახაზი აქვს მისი ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
მეჭიაური მომავალ, პოტენციურ პარტნიორებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ნინო ბურჯანაძესთან, გოგი თოფაძესა და ირმა ინაშვილთან სამომავლო თანამშრომლობა. ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ დეპუტატი სამომავლოდ თანამოაზრე პოლიტიკურ ძალთა მიერ არც კოალიციის შექმნას გამორიცხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.