ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: თუ მას უნდა რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მოვუწოდებ რომ მე დამაკავოს
17-05-2016, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ პროკურატურამ ძიება მის წინააღმდეგ გააგრძელოს. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. ალასანია ივანიშვილს ურჩევს, 5 უდანაშაულო პირის ნაცვლად თვითონ დააპატიმროს.

 


„არანაიარად არ გამოვრიცხავ ამას. დიდი ალბათობაა ამის და მე მინდა მივმართო ივანიშვილს თქვენი ეთერით, კიდევ ერთხელ: მე დამაკავოს, იმიტომ რომ, თუ მას უნდა მე ვაგო პასუხი მასთან შეუთანხმებელი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, თუ მას უნდა რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მე მოვუწოდებ რომ გააკეთოს ეს ჩემს წინააღმდეგ. მე დღესვე მზად ვარ წავიდე ციხეში, დღესვე მზადა ვარ, იმიტომ რომ ეს უსამართლობა იმდენად დიდი და დანაშაულებრივია, რომ მე მართლა მირჩევნია ამ ადამიანების, ამ ოჯახების ამ წვალებას, რომ მე ვიყო ციხეში და დაველოდო იმ დროს, როდესაც ეს უსამართლობა დამთავრდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს უნდოდათ, ის ვერ ბედავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას და მსხვერპლად შეწირა უდანაშაულო ხუთი ადამიანი. აი, კიდევ ერთხელ ვიწვევ თქვენი ეთერით, ღია ეთერში დავჯდეთ და ვისაუბრებ მასთან და დავუმტკიცებ მას, რომ ეს რაც ჩაიდინა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ერთ პოლიტიკურ ძალაზე, ეს არის შურისძიება მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე, რომელსაც ის მიზანმიმართულად ანგრევს იმიტომ, რომ სწორედ მისი არაფორმალური ხელები არის დღეს ყველგან, ყველა მართვის სადავეში, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი