შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და მასთან ერთად ფხენიანის ბირთვული პროგრამა განიხილოს.
"მე ვისაუბრებდი მასთან, მე არ მექნებოდა პრობლემა მასთან საუბრის," განაცხადა ბიზნესმენმა კიმ ჩენ ინის შესახებ.
ამგვარი შეხვედრა პოლიტიკურად იზოლირებული რეჟიმის მიმართ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას განაპირობებს.
BBC -ს ცნობით, ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდ ბრიტანეთში ვიზიტსაც აპირებს. დიპლომატიის ექსპერტები ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტს მას შემდეგ მოელიან, რაც იგი ივლისში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება.
ცოტა ხნის წინათ კი ტრამპმა განაცხადა, " ჩანს, რომ ჩვენ არ გვექნება ძალიან არგი ურთიერთობა" დიდ ბრიტანეთთან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა და ლონდონის ახლად არჩეულმა მერმა სადიყ ხანმა ტრამპის შეთავაზებული აკრძალვა მუსლიმების შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.