ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
18-05-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან მეტი მუშაობა, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ამით, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. ქადაგიძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულსაც აფასებს და აცხადებს, რომ მათ პროფესიონალიზმის გამო გულშემატკივრობს.


”მოთხოვნა "ახალ სახეებზე" პოლიტიკაში: თუ ხელოსანი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ ექიმი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ მასწავლებელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ თანამშრომელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?! რა თქმა უნდა, არა, განახლების ქვეშ იგულისხმება მცოდნე, გამოცდილი და ახალი ენერგიის მატარებელი. ვუყურებ ”ნაციონალური მოძრაობის” "ათეულის" პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ, პირველ რიგში, მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო”, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი