„ავანტიურისტი ხრუშჩოვის ახირება, მსოფლიოს, მესამე მსოფლიო ომად შეიძლება დაუჯდეს“!
17-07-2014, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმის (უკანონო) საფუძველზე, რითაც, როგორც რუსები მიიჩნევენ, მოხდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რომელიც 60 წლის წინათ ერთპიროვნული გადაწყვეტილების (ახირების) საფუძველზე განახორციელა სსრკ-ს მაშინდელმა ლიდერმა, სკკპ-ს პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც რსფსრ-ს შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ოლქი, გამოიყვანა იქიდან და შეიყვანა უსსრ-ის შემადგენლობაში, ყოველგვარი რეფერენდუმის, პლებისციტის თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გარეშე (ისტორიულად, ყირიმის ნახევარკუნძული 250 წელი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო)!

 

 

დიახ, მეოთხე თვეა, რაც რუსეთის ამ ქმედებას (ანექსიას) დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუპირისპირა, რამაც გარკვეულწილად დააზარალა რუსეთის ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ამას საერთო სიტუაციაზე რაიმე გავლენა პოლიტიკური კუთხით არ მოუხდენია, მეტიც, უფრო გამძაფრდა მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთში, მიუხედავად ევროკავშირის სტრუქტურების აქტიური შუამავლობისა. გუშინ კი, აშშ-ს კონგრესმა პრეზიდენტს წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ და გარდა ამისა, აშშ აპირებს, რომ თავის "სამხედრო მოკავშირეებად" გამოაცხადოს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სანამ ისინი ნატო-ში გაწევრიანდებიან! ამ განცხადებებს, უმალ მოჰყვა რუსეთის მწვავე რეაქცია... საქმე იქით მიდის, რომ "დაუსრულებელმა" ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელშიც სამხედრო კომპონენტებიც გამოჩნდნენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გლობალურ სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს მსოფლიო, რომელშიც გამარჯვებული არავინ იქნება.

 

 

დღეს, ავანტიურისტი ხრუშჩოვის 60 წლის წინანდელ ახირებას საერთაშორისო სამართალი იცავს, დიახ ასეა, არ შეიძლება ერთმა სახელმწიფომ მეორეს ტერიტორია მიიერთოს (ანექსია), მაგრამ, მეორეს მხრივ რუსეთს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ყირიმის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნება მოჰყავს არგუმენტად, მას შემდეგ, რაც "მათი აზრით" კიევში "არაკონსტიტუციურად" გადააგდეს იანუკოვიჩის ხელისუფლება, რამაც პროტესტი გამოიწვია ყირიმის ავტონომიაში.

 

 

მოკლედ, ყირიმის გამო, ისტორიული სამართლიანობა და საერთასორისო სამართლის კანონიერება უპირისპირდება ერთმანეთს, რასაც ადვილი შესაძლებელია, რომ მსოფლიო მშვიდობა შეეწიროს! ფრთხილად, წინ მსოფლიოს მომავალია....

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი