ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვა, - განაცხადა ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ.
”ზაფხულისთვის ჩვენს მგზავრებს სიურპრიზი მოვუმზადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას. მათ უფლება მოგვცეს ჩვენ, რომ შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი, კომპანია ”შთადლერის” მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლების შემოსვლას ჩვენ 17 ივლისს ველოდებით. ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ზაფხულშივე დადგება მიმართულებაზე თბილისი-ბათუმი”, - განაცხადა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.