პრემიერ-მინისტრმა ხიდაშელის ხასიათის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ გააკეთოს? ეს კვირიკაშვილის მხრიდან სისუსტის პირდაპირი გამოვლინებაა - სოსო ცინცაძე
18-05-2016, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პრემიერ-მინისტრმა ხიდაშელის ხასიათის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ გააკეთოს? ეს კვირიკაშვილის მხრიდან სისუსტის პირდაპირი გამოვლინებაა, და მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მას ძალაუფლების ავტონომიის არაფერი გაეგება," აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.


"მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი და გულშემატკივარი ვარ. ის, როგორც ადამიანი, ყველას მოსწონს. მასთან დაპირისპირება ოპოზიციასაც კი უჭირს, რადგანაც ის საკმაოდ დადებითი და პოზიტიური ადამიანია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ფორმაა, მაგრამ ჩნდება კითხვა - შეუძლია კი ამ ადამიანს, როგორც პოლიტიკოსს, ლიდერის ფუნქციები შეითავსოს? ამ ხნის განმავლობაში საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. მეტსაც გეტყვით, ბოლო ფაქტი, როდესაც "რესპუბლიკელ" მინისტრებზე ამბობს, რომ მე კი მყავს შერჩეული ხალხი, რომლებმაც ისინი უნდა ჩაანაცვლონ, მაგრამ არ ვიცი თავად როდის წავლენო. ამით გამოდის, რომ ის მზადაა ამ პარტიის დღის წესრიგს გაჰყვეს. იმის მაგივრად, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს, გამოდის, რომ სხვების გადაწყვეტილებებზე დადის. თინა ხიდაშელს მინისტრობიდან წასვლა როცა მოეხასიათება, მაშინ წავა. ესე იგი პრემიერ-მინისტრმა ხიდაშელის ხასიათის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ გააკეთოს? ეს კვირიკაშვილის მხრიდან სისუსტის პირდაპირი გამოვლინებაა და მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მას ძალაუფლების ავტონომიის არაფერი გაეგება. ის მზად არ არის იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელში აიღოს. გიორგი კვირიკაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ შინაარსობრივად ფასადია, რადგანაც მას ძალაუფლებასთან არანაირი საერთო არ აქვს," განაცხადა სოსო ცინცაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი