”ეროვნული ფორუმი“ საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.
”დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებით სიმწვავე შესძინოს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედი ნაკლებად რჩება, საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, ჩვენ, „ეროვნული ფორუმი“ მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.